დმიტრო კულება - გარდაუვალია, რომ უკრაინა ადრე თუ გვიან მიიღებს კანდიდატის სტატუსს - გერმანიას აქვს არჩევანი, უხელმძღვანელოს ამ პროცესს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება გერმანიას მოუწოდებს, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს უხელმძღვანელოს.

Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში კულება აცხადებს, რომ ბერლინში ვიზიტის დროს მას ჰქონდა "ძალიან რაციონალური დისკუსია გერმანელებთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ".

"მე ვუთხარი მათ, რომ ეს მაინც მოხდება. გარდაუვალია, რომ უკრაინა ადრე თუ გვიან მიიღებს კანდიდატის სტატუსს. გერმანიის ელიტას აქვს არჩევანი, უხელმძღვანელონ ამ პროცესს და ჩაწერონ თავიანთი სახელები ევროპის ისტორიაში, ან ეს მაინც მოხდება, მაგრამ მათი ხელმძღვანელობის გარეშე“, - აღნიშნავს კულება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა