ლოიდ ოსტინმა და ოლექსი რეზნიკოვმა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია და უკრაინის საჭიროებები განიხილეს

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგასთან, ოლექსი რეზნიკოვთან სატელეფონო საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მცდელობებისადმი და მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის მინისტრთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ, - ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

„ოსტინი გაესაუბრა რეზნიკოვს ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციისა და უკრაინის საჭიროებების განსახილველად“, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ლოიდ ოსტინმა რეზნიკოვს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს მოუწოდა, „დაუყონებლივ შეწყდეს კონფლიქტი უკრაინაში.“

„მდივანმა ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების მცდელობების მიმართ, რომელიც მიმართულია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის შესაძლებლობის გასაძლიერებლად,“- აცხადებენ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი