მედია - ხარკოვში უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტები განდევნეს და სახელმწიფო საზღვრამდე მივიდნენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების ტერიტორიული თავდაცვის ძალების 127-ე ბრიგადის 227-ე ბატალიონმა ხარკოვის ოლქში უკან დახია რუსი სამხედროები და რუსეთის საზღვრამდე მივიდა, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის უწყების „ფეისბუქ“ გვერდზეა განთავსებული.

ამასთან, გამოქვეყნებულია ვიდეო, სადაც უკრაინელი სამხედროები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართავენ.

"მივედით, ბატონო პრეზიდენტო, აქ ვართ! საზღვარზე ვართ!" - აცხადებენ უკრაინელი სამხედროები.

მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ვადიმ დენისენკომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარკოვის ოლქში უკრაინის ჯარები სახელმწიფო საზღვართან ახლოს იყვნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა