უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 229 ბავშვი დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ 229 ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 421 ბავშვია დაშავებული.

ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში, რომელთა რაოდენობა 140-ს შეადგენს. კიევის ოლქში-116, ხარკოვის ოლქში -100, ჩერნიგოვის ოლქში -68, ხერსონის ოლქში -48, ლუგანსკის ოლქში -45, ნიკოლაევის ოლქში -44, ზაპოროჟიეს ოლქში -28, სუმის ოლქში -17, დედაქალაქ კიევში -16 და ჟიტომირში -15.

ასევე, რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა 1 748 სასწავლო დაწესებულა, მათგან 144 სრულად არის განადგურებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა