მიხაილო პოდოლიაკი - კრემლი ოცნებობდა კიევის, ხარკოვის და ოდესის აღებაზე, ახლა რუსული ჯარები ლუგანსკის რეგიონშია კონცენტრირებული - ვაგრძელებთ იმპერიული მეგალომანიის მკურნალობას

ჩვენ ვაგრძელებთ იმპერიული მეგალომანიის მკურნალობას და ვაიძულებთ მოსკოვს რეალობა გაიაზროს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა „ტვიტერზე“ განაცხადა.

მისი თქმით, აქამდე კრემლი დედაქალაქ კიევის, ხარკოვისა და ოდესის აღებაზე ოცნებობდა, ახლა კი მხოლოდ ლუგანსკის რეგიონშია კონცენტრირებული, ძალების ნაკლებობის გამო.

„კრემლი ოცნებობდა კიევის, ხარკოვისა და ოდესის აღებაზე, შემდეგ, სულ მცირე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღებაზე. ახლა რუსული ჯარები ლუგანსკის რეგიონში არიან კონცენტრირებული, ძალების ნაკლებობის გამო. ჩვენ ვაგრძელებთ იმპერიული მეგალომანიის მკურნალობას და ვაიძულებთ მოსკოვს რეალობა გაიაზროს“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო