ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ოლქში სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე საარტილერიო დარტყმების შედეგად საცხოვრებელ  უბნებში ხანძარი გაჩნდა

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქში, სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე რეგულარული საარტილერიო დარტყმების შედეგად, სამეცნიერო ასოციაციისა და საცხოვრებელი უბნების შენობებში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“რუსეთის მორიგი დარტყმა სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე დღეს შუადღისას, 16 მაისს განხორციელდა. სევეროდონეცკმა ძალიან ძლიერ დარტყმებს გაუძლო. მაშველებმა ადგილობრივ სამეცნიერო და საწარმოო ასოციაციის შენობაში ხანძარი ჩააქრეს. ლისიჩანსკში, დაბომბვების შედეგად, საცხოვრებელ კორპუსებს ცეცხლი გაუჩნდა”, - წერს გაიდაი.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს. დაზიანებული სახლების რაოდენობა დგინდება.

როგორც მედია წერს, ლუგანსკის რეგიონი რუსული არმიის მიერ მუდმივი დაბომბვების ქვეშაა. რეგიონში დანგრეულია მრავალი სახლი, ინფრასტრუქტურული ობიექტი, სასწავლო დაწესებულება და დაზიანებულია საავადმყოფოები. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, 40 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რეგიონში რჩება, რომლებიც ევაკუაციაზე უარს ამბობენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს