დმიტრო კულება - დაე, პუტინმა თავად იპოვოს გზა სახის შესანარჩუნებლად

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ცეცხლის შეწყვეტის მიზნით რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას გამორიცხავს. ამის შესახებ მან Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.

„მისთვის სახის შესანარჩუნებლად გზების ძიება უბრალოდ არასწორი მიდგომაა. დაე, პუტინმა თავად იპოვოს გზა სახის შესანარჩუნებლად”, - განაცხადა კულებამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ცდილობს აღადგინოს სრული ტერიტორიული მთლიანობა, მათ შორის დონბასის ოკუპირებული ტერიტორიები და ყირიმი.

ცნობისთვის, გამოცემა Politico წერდა, რომ ზოგიერთი დასავლელი ლიდერი შეშფოთებულია ომში უკრაინის გამარჯვების შესაძლო შედეგებით და ზოგიერთი დასავლელი ლიდერი შიშობს, რომ რუსეთი განიცდის „დამცირებას“, რამაც შესაძლოა არაერთი ახალი პრობლემა შექმნას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა