ანტონ გერაშენკო - დე ფაქტო ჩვენ უკვე ნატოში ვართ

უკრაინას შეუძლია რუსეთი დაამარცხოს ბრძოლის ველზე და გააძევოს დამპყრობლები საზღვრამდე 3-5 თვეში. ამისთვის საჭიროა იარაღი. მის რაოდენობაზე და მიწოდების სისწრაფეზეა დამოკიდებული უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობა, ებრძოლოს ოკუპანტებს. „უნიანის“ ინფორმაციით, ამის შესახებ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშენკომ განცხადა.

მისი აზრით, მტერზე გასამარჯვებლად უკრაინას არ ყოფნის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები - Patriot-ი.

„დე ფაქტო, ჩვენ უკვე ნატოში ვართ, რადგან ჩვენ უკვე გვამარაგებს ნატო - ჩვენ გადავდივართ იარაღის ყველანაირ კალიბრზე. დიახ, ნატოს ჯარისკაცები არ იომებენ ჩვენ გამო, მაგრამ, ფაქტობრივად, მიღებულია გადაწყვეტილება ჩვენთვის იარაღის მოცემაზე“ , - განაცხადა გერაშენკომ.

მისივე თქმით, უკრაინის რუსეთზე მოსალოდნელ გამარჯვებაში უზარმაზარი როლი ექნება ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილებას 40 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფაზე.

„რაც უფრო სწრაფად და მეტი დასავლური იარაღი მოვა უკრაინაში, მით უფრო სწრაფად და ძლიერად დავამარცხებთ რუსეთს“, - განაცხადა გერაშენკომ.

14.07.2025 / 09:02

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა