ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ბლოკის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს, ევროკავშირის ლიდერებმა რუსული ნავთობის აკრძალვის თაობაზე ერთიანობას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას ბორელმა განაცხადა, რომ "სამწუხაროდ", შეუძლებელი იყო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმების მიღწევა და ჟურნალისტებს განუცხადა: "ჩვენ იგივე სირთულეები გვაქვს ნავთობის აკრძალვის შესახებ ერთსულოვნებასთან დაკავშირებით".

"დღეს, შეთანხმების მოპოვების მცდელობა არც კი იყო დღის წესრიგში, რადგან ვიცოდით, რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული დისკუცია იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ზოგიერთი წევრი ქვეყანა თავს იკავებს, არა მხოლოდ ნავთობის აკრძალვის, არამედ სანქციების პაკეტის სხვა ელემენტების შესახებ", - დასძინა ბორელმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა