ანა დოლიძე - ნიკა გვარამიას დაჭერით „ქართულმა ოცნებამ“ ორპოლუსიანობის ცეცხლს ნავთი დაასხა

ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტი არის ხელისუფლების მიერ ორპოლუსიანობის გამძაფრება - „ქართული ოცნების“ ინტერესში ორპოლუსიანობა იმ მიზეზით შედის, რომ ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მარტო დარჩნენ, - ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება ახლა იმიტომ მოხდა, რომ მიხეილ სააკაშვილის საკითხი ამოიწურა და ამ თემის საზოგადოებაში განხილვა შემცირდა.

„ჩვენი მთავრობა ოქტომბერში ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის საკითხის წყალობით დარჩა. ახლა კი, როდესაც მესამე პრეზიდენტის საკითხი უკანა პლანზე გადავიდა, მათ ცეცხლზე ნავთის დანთება იმ სიძულვილის და ნეგატივის გასაღვივებლად მოინდომეს, რაც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. ხელისუფლება ამ ნაბიჯს მაშინ დგამს, როდესაც ქვეყნის მომავალი წყდება, ევროკავშირში შესასვლელად ფანჯარა გაიხსნა და როგორც იქნა, შუქი ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის მწვანე აინთო. რატომ? ამის მიზეზი არის ის, რომ ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით არ ვილაპარაკოთ, თუ რა ჩაწერეს და რა ფორმით იქნა მიწოდებული.

ისინი ფიქრობენ, რომ ცოტა დროს კიდევ გასტანენ, სანამ ეს საკითხები დღის წესრიგში იქნება. ეს არის ერთადერთი სტრატეგია, რითაც ცდილობენ, რომ ჩვენ დავივიწყოთ სხვა ყველა საკითხი, რაც გვაწუხებს. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს - ის სასამართლო, რომელმაც ნიკა გვარამია გაასამართლა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა. აქ არ არის დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და სასამართლო. ამ სასამართლოს კლანი მართავს და ამ სისტემას მე თავიდანვე დავუპირისპირდი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

„ხალხისთვის“ ლიდერის თქმით, საქართველოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა.

„ვერავინ ეწევა ფასებს, ინფლაცია ყოველდღიურად ზევით იწევს, მინიმალური ხელფასის ოდენობა თვეში 20 ლარია. იმის მაგივრად, რომ ამ საკითხებს განვიხილავდეთ და პრობლემების გადაჭრის გზებს ვეძებდეთ, მათ მორიგი დიდი შოუ დადგეს და ნიკა გვარამია ორპოლუსიანობის გაღვივების მიზნით დაიჭირეს. ის რაც უნდა გაეკეთებინათ 2013-2014 წლებში შემოიტოვეს და ამით თავის გატანას ახლა ცდილობენ. ამ მდგომარეობიდან გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ ახალი პარტიებისთვის მხარდაჭერა. საჭიროა მოედანზე ახალი ძალები გაჩნდეს, რომლებიც საჭირო თემებს დააყენებენ და „ქართულ ოცნებას“ ამ თემებიდან გადახვევის უფლებას არ მისცემენ. გარანტირებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლა იმ შემთხვევაში, თუ ახალი ძალები მყარად დადგებიან და მათ შესაბამისი მხარდაჭერა ექნებათ,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს