უკრაინის ვიცე-პრემიერი - მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან სამხედროების ევაკუაციის ოპერაცია გრძელდება

მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხნიდან უკრაინელი სამხედროების გამოყვანის ოპერაცია გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

„სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, გუშინ 52 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია განხორციელდა. მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ მათ რუს სამხედრო ტყვეებზე გავცვლით“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ ჯგუფი ჰუმანიტარული ოპერაციის შემდგომ ეტაპებზე მუშაობს.

შეგახსენებთ, „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციის პროცესი გუშინ დაიწყო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ინფორმაციით, მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო კიდევ 211 დამცველი ჰუმანიტარული დერეფნით ოლენევკაში გადაიყვანეს. გენშტაბში განმარტავენ, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი დაბრუნება გაცვლითი პროცედურების გზით მოხდება.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია