რუსეთის დუმის სპიკერი „აზოვის“ პოლკის მებრძოლებზე - ნაცისტი დამნაშავეები არ უნდა ექვემდებარებოდნენ გაცვლას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ

რუსეთის სახელმწიფო დუმაში მარიუპოლის დამცველი „აზოვის“ პოლკის მებრძოლების გაცვლის აკრძალვა სურთ. ამის შესახებ სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა.

„ნაცისტი დამნაშავეები არ უნდა ექვემდებარებოდნენ გაცვლას, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ისინი სასამართლოს წინაშე წარდგნენ", - განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

მან დუმის თავდაცვის კომიტეტს დაავალა მოამზადოს შესაბამისი პროტოკოლი. რუსეთის პარლამენტის სპიკერის ამ განცხადებას დეპუტატები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

ცნობისთვის, „აზოვსტალის" ფოლადის ქარხნიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია განხორციელდა. 52 მძიმედ დაშავებული მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს, რომელსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები იკავებენ. კიდევ 211 ადამიანის ევაკუაცია ასევე რუსეთის მიერ კონტროლირებად სხვა ადგილას, იელენოვკაში ჰუმანიტარული დერეფნის გამოყენებით განხორციელდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო