მიხაილო პოდოლიაკი - „აზოვსტალის“ მცველებმა ჩაშალეს რუსეთის გეგმა, დაეპყრო უკრაინის აღმოსავლეთი და ომის კურსი მთლიანად შეცვალეს - მათი გადარჩენის იმედი არსებობს

„აზოვსტალის“ მცველებმა ჩაშალეს რუსეთის გეგმა, დაეპყრო უკრაინის აღმოსავლეთი და ომის კურსი მთლიანად შეცვალეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

„მარიუპოლის თავდაცვის 83 დღე ისტორიაში დარჩება, როგორც XXI საუკუნის თერმოპილე. „აზოვსტალის" მცველებმა ჩაშალეს რუსეთის გეგმა, დაეპყრო უკრაინის აღმოსავლეთი და დაამტკიცეს ნამდვილი „საბრძოლო შესაძლებლობები". ამან მთლიანად შეცვალა ომის კურსი“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან, პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „აზოვსტალიდან“ უკრაინელი ჯარისკაცების გადარჩენის იმედი არსებობს.

„რა თქმა უნდა, არსებობს იმედი. უკრაინა სისტემატურად აგვარებს საკუთარ პრობლემებს, რათა გაათავისუფლოს თავისი ხალხი, თავისი ტერიტორიები, ამიტომ ოპერაცია აუცილებლად გაგრძელდება“, - აღნიშნა პოდოლიაკმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო