უკრაინის თავდაცვის მინისტრი - მარიუპოლის მცველების მიმართ გაცემულია ბრძანება შეინარჩუნონ სიცოცხლე - ისინი უკრაინას სჭირდებიან

ქალაქ მარიუპოლის მცველების მიმართ გაცემულია ბრძანება შეინარჩუნონ სიცოცხლე, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, ბრძანება - შეეჩერებინათ რუსი დამპყრობლების 20 ათასი სამხედროსგან შემდგარი ჯგუფი, არ გაეშვათ ისინი ზაპოროჟიესკენ, არ გაეშვათ უფრო შორს დონბასში და ძალები კიევიდან მათი მიმართულებით გაეტყუებინათ - შესრულებულია და ქალაქის ყველა მცველი გმირია.

„ახლა მათ ახალი ბრძანება აქვთ - შეინარჩუნოთ თავიანთი სიცოცხლე, ისინი უკრაინას სჭირდებიან. ეს მთავარია“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

მისივე განმარტებით, დღეს მიმდინარეობს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესები, მათ შორის მოლაპარაკებები წითელი ჯვრის დახმარებით.

„შედეგად, ეს არის მძიმედ დაჭრილების და დაჭრილების ევაკუაცია. ჩვენი მიზანია მათი სიცოცხლის შენარჩუნება და შემდეგ - თავისუფლების“,- განაცხადა რეზნიკოვმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა