დმიტრო კულება - ჩემთვის ომის დასრულება იქნება ის, როდესაც უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი გავა უკრაინიდან

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ომი დასრულდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსი პოლიტიკოსებისა და სამხედროების სასამართლო გაიმართება.

ამის შესახებ კულებამ ჰააგაში ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრთან ვოლკე ჰუქსტროუსთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ვუთხარი ჩემს მეგობარსა და კოლეგას, რომ ჩემთვის ომის დასრულება იქნება ის, როდესაც უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი გავა უკრაინიდან, როდესაც რუსეთი გადაიხდის უკანასკნელ ცენტს, ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც უკრაინას მიაყენა და როდესაც უკანასკნელი რუსი ჯარისკაცი ან პოლიტიკოსი, რომელსაც შეგვიძლია მივწვდეთ, წარსდგება საერთაშორისო საზოგადოების წინაშე იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც ჩაიდინა უკრაინის ტერიტორიაზე ომის განმავლობაში“,- განაცხადა კულებამ.

ამავდროულად, მან მნიშვნელოვანი უწოდა ნიდერლანდების მთავრობის მხარდაჭერას საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საქმიანობაში, განიხილოს რუსების მიერ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები, ისევე როგორც ამ ქმედებების გამოძიებისა და მტკიცებულებების შეგროვების მხარდაჭერა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა