ვახტანგ კაპანაძე „აზოვსტალიდან“ ევაკუაციაზე - ბოლო ტყვიამდე იბრძოლეს, მძიმედ დაჭრილები წამებით სიკვდილისთვის იყვნენ განწირულები

მებრძოლებმა ბოლო ტყვიამდე იბრძოლეს, მძიმედ დაჭრილები წამებით სიკვდილისთვის იყვნენ განწირულები, - ამის შესახებ ანალიტიკურ ცენტრ “ჯეოქეისის“ მრჩეველმა, ვახტანგ კაპანაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ “აზოვსტალიდან“ მებრძოლთა ნაწილის ევაკუაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც კაპანაძე აცხადებს, მებრძოლების გაცვლის პროცესი გრძელი იქნება.

„ამ პირობებში, ტყვედ ჩაბარებაში სათაკილოს ვერაფერს ვხედავ. მებრძოლებმა ბოლო ტყვიამდე იბრძოლეს. რაც შეეძლოთ, გააკეთეს. მძიმედ დაჭრილები წამებით სიკვდილისთვის იყვნენ განწირულები. „აზოვსტალში“ იყვნენ არა მხოლოდ აზოვის პოლკის მებრძოლები, საზღვაო ქვეითები, ეროვნული გვარდიის მებრძოლები, მესაზღვრეები, პოლიციელები და ა.შ. რუსებს გაცხადებული აქვთ, რომ ისინი გაცვლიან მხოლოდ იმათ, ვინც „აზოველი“ არ არის. რუსეთის განცხადებით, აზოვის პოლკის წარმომადგენლები სასამართლოს ექვემდებარებიან. აზოვში კიდევ არიან დარჩენილები. ასე რომ, ეს ალბათ გრძელი პროცესია. რუსები შეეცდებიან ტყვეებში გაცვალონ, მათ სხვა ტყვეებიც ჰყავთ. უკრაინა შეეცდება, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, გაცვლის პირობებში, უშუალოდ "აზოვსტალის" მებრძოლებზე იყოს აქცენტი გაკეთებული“, - განაცხადა კაპანაძემ.

კაპანაძემ ისაუბრა ზოგადად მიმდინარე ომზე და მხარეების სტრატეგიაზეც, როგორც ვახტანგ კაპანაძემ აღნიშნა, რუსეთი სავარაუდოდ, ოპერატიულ პაუზას აიღებს ჯარის ფარული მობილიზაციისთვის და ეს დრო უკრაინასაც სჭირდება, რომ დარტყმითი დაჯგუფება ჩამოაყალიბოს.

„რუსებს რა მოთხოვნები ჰქონდათ და სადამდე დავიდნენ. არ გამოვრიცხავ, რომ დონეცკიც კი ვერ აიღონ ბოლომდე. ლუგანსკის და იმათ შენარჩუნებაზე გადავიდნენ, რაც დაკავებული აქვთ, რადგან მაინც მოუწევთ ოპერატიული პაუზის აღება, რათა ფარული მობილიზაციის განხორციელება დაიწყონ. ამას დრო სჭირდება, 3-4 თვე მაინც უნდა რომ მებრძოლი მოამზადო. ეს უფრო არის ტაქტიკური გადაადგილებები, გადავიდეს ეს ბრძოლა გაჭიანურებულ ფაზაში, ამასთან ჰქონდეს დრო კიდევ მესამე ტალღისთვის მოემზადოს, შეაგროვოს, დააკომპლექტოს და გაუშვას მოწინავე ხაზზე. უკრაინასაც სჭირდება დრო, რათა ჩამოაყალიბოს თავისი დარტყმითი დაჯგუფება, განახორციელოს ოპერატიული კონტრშეტევა“, - აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ.

შეგახსენებთ, „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციის პროცესი 16 მაისს დაიწყო. გენშტაბში განმარტავენ, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი დაბრუნება გაცვლითი პროცედურების გზით მოხდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა