დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტზე რუსეთმა სარაკეტო იერიში განახორციელა

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტზე დღეს რუსული სარაკეტო იერიში განხორციელდა, რის შედეგადაც ხუთსართულიანი შენობა გაანადგურდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, მძიმედ დაშავდა 9 წლის ბავშვი - ამის შესახებ დონეცკის რეგიონული პოლიცია იუწყება.

„მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ზუსტდება“, - განაცხადეს უკრაინელმა სამართალდამცველებმა.

მედიის ინფორმაციით, შესაძლოა ეს იმის ნიშანი იყოს, რომ რუსული ძალები თავდასხმების დიაპაზონს აფართოებენ. მათივე ცნობით, ბახმუტი უკრაინელი ჯარისთვის მნიშვნელოვანი ადგილია - ქალაქის ჰოსპიტალში დაჭრილ სამხედროებს მკურნალობენ.

„რუსები არ წყვეტენ მასობრივ დაბომბვას მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ ვუგლედარიდან ბახმუტამდე“, - აღნიშნა დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ.

მისივე თქმით, ბახმუტში დღეს დილით საჰაერო თავდასხმების შედეგად სკოლის შენობა და რამდენიმე ინფრასტრუქტურული ობიექტი დაზიანდა.

კირილენკოს განცხადებით, ინტენსიური ხანძარი იყო რამდენიმე ადგილას ფრონტის ხაზის გასწვრივ, მათ შორის ტორეცკსა და ოჩერეტინში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა