ვოლოდიმირ ზელენსკი - ემანუელ მაკრონს საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, "აზოვსტალიდან" სამხედროების გადარჩენის ოპერაციასა და მოლაპარაკების პროცესის პერსპექტივის ხედვაზე ვესაუბრე

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მან "ხანგრძლივი და შინაარსიანი“ სატელეფონო საუბარი გამართა ემანუელ მაკრონთან, რა დროსაც უკრაინისთვის საწვავის მიწოდების საკითხი და საფრანგეთისგან თავდაცვითი მხარდაჭერა განიხილეს.

„მაკრონს საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, აზოვსტალიდან სამხედროების გადარჩენის ოპერაციასა და მოლაპარაკების პროცესის პერსპექტივის ხედვაზე ვესაუბრე“, - დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ზელენსკიმ.

უკრაინის პირველი პირის თქმით, ფრანგ კოლეგას სანქციების მეექვსე პაკეტის მომზადებაზე, უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის შესაძლო გზებსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უკრაინის განაცხადის არსებით განხილვაზეც ესაუბრა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს