„როიტერსი“ - შვიდი ავტობუსი, რომლებშიც "აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, იელენოვკაში​ ჩავიდა

შვიდი ავტობუსი, რომლებშიც "აზოვსტალის" ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი ჯარისკაცები იმყოფებოდნენ, დონეცკის მახლობლად, რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ იელენოვკაში​, სასჯელაღსრულების ყოფილი კოლონიაში ჩავიდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო “ტასის“ ცნობით კი, უკრაინელ მებრძოლებს, რომელთაგან ბევრი აზოვის ბატალიონის წევრია, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი დაკითხავს.

რუსული მედიის ინფორმაციითვე, უკრაინელი მებრძოლების დაკითხვა "უკრაინის რეჟიმის დანაშაულებებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების“ რუსული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება.

შეგახსენებთ, „აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციის პროცესი გუშინ დაიწყო. გენშტაბში განმარტავენ, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მათი დაბრუნება გაცვლითი პროცედურების გზით მოხდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა