ანდჟეი დუდა - ევროპა უგულებელყოფს პოლონეთს და უნგრეთს, როდესაც საქმე უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერას ეხება

ევროპა უგულებელყოფს პოლონეთს და უნგრეთს, როდესაც საქმე უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერას ეხება, რომლებსაც ეს ქვეყნები იღებენ, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ განაცხადა.

უნგრელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, დუდამ აღნიშნა, რომ უნგრეთსა და პოლონეთს არ მიუღია საკმარისი მხარდაჭერა იმ პროგრამების განსახორციელებლად, რომლებიც იძულებით გამოძევებული მილიონობით უკრაინელის საკმარისად დასახმარებლადაა საჭირო.

პოლონეთის პრეზიდენტის თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ეს დამოკიდებულება ევროპის ერთიანობას ძირს უთხრის, თუმცა მან პირობა დადო, რომ გააგრძელებს "ყველაფერს იმისათვის, რომ უკრაინიდან სტუმრებმა თავი მაქსიმალურად კარგად იგრძნონ პოლონეთში".

ცნობისთვის, გაეროს უახლესი მონაცემებით, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 6,2 მილიონმა ადამიანმა დატოვა უკრაინა, საიდანაც პოლონეთმა 3 376 992 ლტოლვილი მიიღო. რუმინეთმა 919 574. უნგრეთმა 610 076. მოლდოვამ 464 294, ხოლო სლოვაკეთმა 424 027.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა