დონეცკში რუსეთის თავდასხმის შედეგად სულ მცირე 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სულ მცირე შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და ექვსი დაიჭრა უკრაინის დონეცკის რეგიონში 17 მაისს განხორციელებული რუსული თავდასხმების შედეგად. ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი პავლო კირილენკო „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

მისი თქმით, ორი ადამიანი ბახმუცკეში დაიღუპა, ორი ბახმუტში, ერთი ავდიივკაში, ერთი დრობიშევეში და ერთიც სოლედარში.

კირილენკომ დასძინა, რომ მარიუპოლსა და ვოლნოვახაში დაღუპულთა რაოდენობა უცნობია.

ცნობისთვის, დონეცკი აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის ნაწილია, სადაც რუსეთი თავისი ძალების კონცენტრირებას ახდენს. უკრაინაში შეჭრამდე, დონბასის დიდ ნაწილს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები უკვე აკონტროლებდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს