ვოლოდიმირ ზელენსკი - „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის მისია გრძელდება - ჩართული არიან ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან რუსეთთანმოლაპარაკებების პროცესი და „აზოვსტალიდან“ მეომრების ევაკუაცია განიხილა.

„საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან არსებითი და ხანგრძლივი დიალოგი მქონდა. ჩვენ განვიხილეთ სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელსაც ევროკავშირი ამზადებს. ჩვენ ასევე განვიხილეთ რუსეთთან მოლაპარაკების პროცესი და ჩვენი გმირების „აზოვსტალიდან“ ევაკუაცია. ევაკუაციის მისია გრძელდება, მას ჩვენი სამხედრო და დაზვერვის ოფიცრები ხელმძღვანელობენ. ჩართული არიან ყველაზე გავლენიანი საერთაშორისო შუამავლები,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტს უკრაინის ევროინტეგრაციის ნაბიჯებზე და ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნის განხილვის პროცესზეც ესაუბრა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს