ვოლოდიმირ ზელენსკი - სარაკეტო თავდასხმები არის რუსეთის მცდელობა, აღმოსავლეთსა და სამხრეთში განცდილი მარცხის კომპენსირება მოახდინოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ძალების სარაკეტო თავდასხმები უკრაინის ტერიტორიებზე არის მცდელობა, ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში განცდილი წარუმატებლობის კომპენსირება მოახდინონ.

„ლვოვის ოლქის, სუმის ოლქის, ჩერნიგოვის ოლქის სარაკეტო დაბომბვა. საჰაერო დარტყმები ლუგანსკის ოლქში, დივერსიული აქტივობა უკრაინის სასაზღვრო რაიონებში. ეს ყველაფერი არ არის მხოლოდ ჩვენი სახელმწიფოსთვის დაძაბულობის შექმნა და ჩვენი ძალების გამოცდა. ეს არის რუსეთის არმიის ერთგვარი მცდელობა, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში განცდილი წარუმატებლობის სერიის კომპენსირება მოახდინოს,“- აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს დარტყმები რადიკალურად არაფერს ცვლის.

„მათ არ შეუძლიათ წარმატების დემონსტრირება ზოგადი სამხედრო მოქმედებებით იმ ადგილებში, სადაც წინსვლას ცდილობენ. ამიტომ ისინი ცდილობენ აჩვენონ წარმატება თავიანთი რაკეტებით და სხვა საქმიანობით. ასევე უშედეგოდ. ეს დარტყმები, ისევე როგორც მრავალი წინა, არაფერს ცვლის რადიკალურად. მით უმეტეს, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა და დივერსიის საწინააღმდეგო ღონისძიებები ძლიერდება,“- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო