ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, რუსეთი გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, როგორც ჩანს, რუსეთი გრძელვადიანი ომისთვის ემზადება.

„არსებობს მრავალი მინიშნება იმისა, რომ რუსეთი გრძელვადიანი სამხედრო ოპერაციისთვის ემზადება. ომი გაჭიანურებულ ფაზაში შედის. ჩვენ უკვე ვხედავთ, როგორ იწყებენ რუსი ოკუპანტები საინჟინრო და საფორტიფიკაციო სამუშაოებს ხერსონის რაიონში, ზაპორიჟიაში, რათა საჭიროების შემთხვევაში თავდაცვაზე გადავიდნენ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, გაჭიანურებული ომი გლობალურ სასურსათო კრიზისს შექმნის.

„გაჭიანურებული ომი ქმნის გლობალური სასურსათო კრიზისის, ისევე როგორც კიდევ ერთი მიგრაციული კრიზისის რისკს. ამის გათვალისწინებით, ჩვენ გვინდა დავამარცხოთ მტერი და გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები რაც შეიძლება მალე. ნუ მისცემთ რუსეთს კონფლიქტის გახანგრძლივების უფლებას.

ამიტომ ვართ ძალიან დაინტერესებული მივიღოთ საერთაშორისო დახმარება, ვიყიდოთ იარაღი რაც შეიძლება სწრაფად და სწორი რაოდენობით. ჩვენ გვჭირდება ტანკები, ჯავშანტექნიკა, შორ მანძილზე მოქმედი იარაღის სისტემები (MLRS, მძიმე არტილერია, თვითმფრინავი, რაკეტები). ჩვენ ვცდილობთ გადავარჩინოთ ჩვენი ხალხის სიცოცხლე,“-აღნიშნა რეზნიკოვმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა