რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროზე 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა დღეს დილით, ქალაქ დნიპროზე 2 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ერთი ქალი დაშავდა. ასევე, განადგურდა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„საგანგაშო ღამე და მოუსვენარი დილა. მტრის თავდასხმა დნიპროზე. ჩვენი საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ერთი რაკეტა ჩამოაგდეს. ნამსხვრევები კერძო ეზოში ჩამოვარდა. ქალი დაშავდა“, - წერს დნეპროპეტროვსკის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვალენტინ რეზნიჩენკო „ტელეგრამში“.

მათივე ინფორმაციით, რაკეტის ჩამოვარდნამ ორი სახლი დააზიანა, ხოლო ერთი რაკეტა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა, რის შედეგადაც განადგურდა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს