უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 400 რუსი ოკუპანტი მოკლეს

უკრაინაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 400 რუსი დამპყრობელი განადგურდა და ლიკვიდირებული მოწინააღმდეგეების საერთო რაოდენობა ახლა 28 300 სამხედროს შეადგენს. ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, უკრაინაზე რუსეთის აგრესიის დაწყებიდან დღემდე ოკუპანტების დანაკარგებია: 1 251 ტანკი, 3 043ჯავშანმანქანა, 586 საარტილერიო სისტემა, 199 ზალპური სარაკეტო სისტემა, 91 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 202 თვითმფრინავი, 167 ვერტმფრენი, 2137 საავტომობილო ტექნიკა და საწვავ-საპოხი მასალებით სავსე ავზი, 13 ერთეული გემი/კატერი, 441 ერთეული ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 43 სპეცტექნიკა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს