Reuters - რუსეთი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ გასული 24 საათის განმავლობაში, 700-მდე უკრაინელი მებრძოლი „ჩაბარდა“ - მეთაურები ისევ ქარხნის ტერიტორიაზე არიან

რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანაში თითქმის 700-მდე უკრაინელი მებრძოლი „ჩაბარდა“, მაგრამ, როგორც ცნობილია, ლიდერები ისევ შიგნით არიან, რაც აჭიანურებს ათწლეულების განმავლობაში ევროპის ყველაზე გრძელი და სისხლიანი ბრძოლის საბოლოო დასასრულს, - ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კიდევ 694 მებრძოლის ჩაბარება ნიშნავს იმას, რომ იარაღი, საერთო ჯამში, „აზოვსტალში“ მყოფმა 959 მებრძოლმა დაყარა.

პრორუსი სეპარატისტების ლიდერის, დენის პუშილინის განცხადებით, ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მეთაურები ჯერჯერობით არ ჩაბარებულან.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ ჯერჯერობით ვერ გაასაჯაროვებენ, რამდენი ადამიანია დარჩენილი ქარხნის ტერიტორიაზე, სანამ გამოყვანის ოპერაცია არ დასრულდება. ისინი აცხადებენ, რომ „მარიუპოლის“ დამცველების დახსნას რუს ტყვეებზე გაცვლის გზით გეგმავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო