სოზარ სუბარი USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საქართველოს წყლის რესურსების მართვის რეფორმის პოლიტიკის დოკუმენტზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეფორმა მიზნად ისახავს წყლის რესურსების დაცვას და წყლის ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესებას; სასმელ წყალთან და სანიტარულ პირობებთან მოსახლეობის უწყვეტ ხელმისაწვდომობას ასევე, მომხმარებლებს შორის წყლის რესურსების სამართლიან განაწილებას.

რეფორმა ფარავს როგორც ზედაპირულ ასევე, მიწისქვეშა წყლებთან დაკავშირებულ ასპექტებს, რაც მართვის ინტეგრირებულ მიდგომას უზრუნველყოფს.

რეფორმის ქვაკუთხედი პარლამენტში განსახილველად წარდგენილი „წყლის რესურსების მართვის შესახებ" კანონპროექტია. მასთან ერთად გათვალისწინებულია ტექნიკური ხასიათის 15 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება და შესაბამისი ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბება.

კანონპროექტის ძალაში შესვლა გათვალისწინებულია ეტაპობრივად, რეფორმის სრულად განხორციელება კი, 2030 წლამდე.

„საქართველოში, მთელი რიგი მიზეზების გამო, წყლის რესურსების გლობალური მართვის საქმეში და განსაკუთრებით, მოსახლეობის ხარისხიანი წყლით უზრუნველსაყოფად დაგროვდა უამრავი პრობლემა, საჭიროება და გამოწვევა, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებს. იმედი მაქვს ჩვენს ქვეყანაში მალე მოხდება წყლის რესურსების სწორი და ეფექტიანი დაგეგმვა, რაც მოგცემს როგორც წყალმომარაგების, მელიორაციის, მრეწველობის, ტურიზმის და ხარისხის, ასევე, ინვესტიციების ზრდას. აღნიშნული რეფორმით ხელი ასევე, შეეწყობა საქართველოს ევროპულ სტრუქტურებთან შემდგომ ინტეგრაციას", - განაცხადა სოზარ სუბარმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ