შოთა კედელაშვილი - რთულია იმ ხალხთან მოლაპარაკება, რომელთანაც ომი გაქვს, მეორე - რუსეთია და არსად თავისი პირობა არ შეუსრულებია

რთულია იმ ხალხთან მოლაპარაკება, რომელთანაც პირველ რიგში, ომი გაქვს, მეორე კი - რუსეთია და არსად თავისი პირობა არ შეუსრულებია, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, შოთა კედელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ჩართვისას განაცხადა, როდესაც “აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან მებრძოლების ევაკუაციის პროცესზე ისაუბრა.

ამასთან, შოთა კედელაშვილის თქმით, რუსები მებრძოლთა გაცვლაზე უარს არ ამბობენ, თუმცა პროცესი სავარაუდოდ, გაიწელება.

"ის ბიჭები, რომლებმაც მართლაც სამი თვის განმავლობაში ქარცეცხლი გამოიარეს, არიან გმირები, რომელთაც სამშობლო აუცილებლად დააფასებს, მაგრამ რამდენად უსაფრთხოდ შეიძლება ჩაითვალოს მათი იქ ყოფნა, სადაც არიან, ეს უკვე მეორე საკითხია. "აზოველების" გარდა, იქ [ქარხანაში] იყვნენ სხვა შენაერთები და ისინიც გათავისუფლებული არიან იმ საშინებელისგან, რაც მათ თავს ხდებოდა ბოლო სამი კვირის განმავლობაში.

იმათ რა ქარცეცხლში გაატარებენ, ალბათ, ნებისმიერი ადამიანი უნდა მიხვდეს. ეს შეიძლება არ აისახებოდეს, ფიზიკურად, შანთებით არ აწამებდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ იქ არ ექნებათ პრობლემები. ისინი არიან ნომერ პირველი საფრთხე, რომელიც მარიუპოლში იყო რუსებისთვის და ისედაც, მთელი რუსული, აგრესიული პოლიტიკა 2014 წლიდან, კონკრეტულად აზოვის ბატალიონზე იყო აწყობილი, რადგან შედარებით განსხვავებულ ხალხად მოეჩვენა რუსეთს, არანაირი ნეონაცისტური არ არის, უბრალოდ პატრიოტებით დაკომპლექტებული პოლკია.

რიგითში არ გაცვლიან, რადგან ისინი აზოვის პოლკის ჯარისკაცები არიან, წოდებას ალბათ დიდი მნიშვნელობა ექნება მათთვის. პირდაპირ უარის თქმა არ იქნება, ეს შეიძლება რაღაც დროის განმავლობაში გაგრძელდეს", - განაცხადა მან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა