ენტონი ბლინკენი - უკრაინისთვის კიდევ 215 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ახალ გადაუდებელ სასურსათო დახმარებას ვაცხადებთ და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანის ენტონი ბლინკენის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას დამატებით 215 მილიონი დოლარის ოდენობის ახალ გადაუდებელ სასურსათო დახმარებას გაუწევს. ინფორმაციას CNN-ი აქვეყნებს.

„დღეს, კრიზისის გადაუდებლობის გათვალისწინებით, ჩვენ კიდევ 215 მილიონი ამერიკული დოლარის ოდენობის ახალ გადაუდებელ სასურსათო დახმარებას ვაცხადებთ და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. მოველით, რომ ჩვენი კონგრესი ძალიან მალე, ჰუმანიტარული დახმარებისა და სურსათის უსაფრთხოებისთვის, დაახლოებით 5,5 მილიარდი ამერიკული დოლარის ოდენობის დამატებით დაფინანსებას დაამტკიცებს“, - აღნიშნა ბლინკენმა გაეროში გლობალური სასურსათო უსაფრთხოების მინისტერიალის დროს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იმ ქვეყნებს, რომლებსაც სასუქი და მარცვლეული აქვთ და ასევე უკრაინის ომის გამო გლობალურ დეფიციტს განიცდიან, მოუწოდა ამ მზარდ კრიზისს სწრაფად დაეხმარონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა