კურსკის ოლქის გუბერნატორი - უკრაინულმა ძალებმა სოფელი ტიოტკინო დაბომბეს

კურსკის ოლქის გუბერნატორის, რომან სტაროვოიტის მტკიცებით, უკრაინულმა ძალებმა რუსული სოფელი ტიოტკინო დაბომბეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

გუბერნატორი „ტელეგრამზე“ წერს, რომ ჭურვები ალკოჰოლის ქარხანასა და რამდენიმე სხვა შენობას მოხვდა.

„მტრის მორიგი თავდასხმა ტიოტკინოზე, რომელიც გამთენიისას მოხდა, სამწუხაროდ ტრაგედიით დასრულდა. ამ დროისთვის ცნობილია სულ მცირე ერთი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ“, - წერს რომან სტაროვოიტი.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა და მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, დაზიანდა რამდენიმე სახლიც.

ცნობისათვის, სოფელი ტიოტკინო რუსეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა