„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“ ინფორმაციით, ასობით უკრაინელი სამხედრო, რომელთაც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანა დატოვეს, „წითელი ჯვრის“ მიერ რეგისტრირებულია

„წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის“(ICRC) ინფორმაციით, ასობით უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომელთაც მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხანა დატოვეს, „წითელი ჯვრის“ მიერ რეგისტრირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსეთი ამტკიცებდა, რომ 1730 უკრაინელი მებრძოლი, რომელიც ფოლადის ქარხანაში იმყოფებოდა, გაყვანილია. „წითელი ჯვრის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაცია დღესაც გრძელდება.

„რეგისტრაციის პროცესი, რომელსაც „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტმა ხელი შეუწყო, გულისხმობს ინდივიდუალური ფორმის შევსებას პერსონალური მონაცემებით, როგორიცაა სახელი, დაბადების თარიღი და უახლოესი ნათესავი. აღნიშნული ინფორმაცია „წითელ ჯვარს“ საშუალებას აძლევს, რომ თვალყური ადევნოს მათ, ვინც დატყვევებულია და მათ, ოჯახებთან კონტაქტის შენარჩუნებაში დაეხმაროს“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife