გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დასავლეთის ლანძღვა-გინება, „კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ინუკოვიჩის ხელისუფლებასთან პარალელი სამართლიანია“

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ყოფილი ელჩის ლანძღვა „აღსანიშნავი თავხედობაა“. აღნიშნულით კანდელაკი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც ის ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე და აშშ-ის ყოფილ ელჩ იან კელიზე საუბრობს.

„ეს ლანძღვა-გინება დასავლეთის, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ინუკოვიჩის ხელისუფლებასთან პარალელი სამართლიანია. ამერიკის თუნდაც, ყოფილი ელჩის, იან კელის ლანძღვა აღსანიშნავი თავხედობაა, ასე ვიტყოდი. ვიოლა ფონ კრამონს ყველაფერი შეიძლება დააბრალო ყოფილი ხელისუფლების სიმპათიების გარდა, მას 10 წელზე მეტია ვიცნობ, ის ცნობილი იყო ძალიან კრიტიკული დამოკიდებულებით ყოფილი ხელისუფლების მიმართ იმ წლებში“, - განაცხადა კანდელაკმა.

ცნობისთვის, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ „არსებობს უცხოელთა ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ ქართველ ხალხს მიჰყიდონ საკუთარი თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი და თვით ევროპა“.

„უცხოელების ამ პატარა ჯგუფს, მე მათში ვგულისხმობ ლამის ქართველ პოლიტიკოსად ქცეულ ვიოლა ფონ კრამონს, რომელიც პირდაპირ ერევა ქართულ პოლიტიკაში, ხან ვის დაუქნევს თითს და ხან ვის და ჰგონია, რომ ამის უფლება აქვს. ასევე, არის იან კელი. ალბათ, ერთი იან კელის წონის ცრემლები აქვს ერთ ქართველ დედას ჩუმად დაღვრილი, როდესაც თავის შვილებს ევროპული და დასავლური არჩევანის დასაცავად უშვებდა სხვადასხვა ბრძოლაში. მას არ ერიდება, რომ დღეში რამდენჯერმე ქართველ ერს და მის მთავრობას მიაყენოს შეურაცხყოფა, თითი დაგვიქნიოს, ვითომ რომელიმე ჩვენგანი ნული კლასის მოსწავლე ვიყოთ. არიან სხვებიც“, - განაცხადა წულუკიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა