უკრაინული მხარის მონაცემებით, რუსული დაბომბვის შედეგად სევეროდონეცკში 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 40-ზე მეტი კი დაშავდა

ქალაქ სევეროდონეცკში 12 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა რუსული ძალების მიერ განხორციელებული ძლიერი დაბომბვის შედეგად, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა.
"ძირითადად რუსებმა საცხოვრებელ კორპუსები ამოიღეს მიზანში და მათზე მიიტანეს იერიში“, - დასძინა გაიდაიმ.
მისივე თქმით, დაღუპულთა რაოდენობა საბოლოო არ არის, რადგან ცეცხლის ქვეშ მყოფი ტერიტორიის შემოწმება შეუძლებელია.

























