უკრაინის გენშტაბი - ლუგანსკში, სევეროდონეცკის რაიონში რუსულმა ძალებმა დაკავებულ პოზიციებზე უკან დაიხიეს - ბრძოლები გრძელდება ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით

რუსული ძალები ძირითადად დონეცკის მიმართულებით იყვნენ ფოკუსირებულები, სადაც ისინი თვითმფრინავებს, არტილერიას და ნაღმმტყორცნებს იყენებდნენ. რუსეთმა ზოგიერთ რაიონში შეტევითი და თავდასხმის ოპერაციები გააძლიერა - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზეა ნათქვამი, სადაც უწყებამ საომარი მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია გამოაქვეყნა.

„ლუგანსკში, სევეროდონეცკის რაიონში, რუსულმა ძალებმა თავდასხმები განახორციელეს, დანაკარგები განიცადეს და ადრე დაკავებულ პოზიციებზე უკან დაიხიეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბრძოლები გრძელდება ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით რაიონებში, სადაც რუსული ჯარები ადრე დაკავებული პოზიციების შენარჩუნებას, ისევე როგორც, ზოგჯერ, კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობენ იმ დასახლებებზე კონტროლის დასაბრუნებლად, რომლებიც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო დღეებში დაიბრუნეს.

„რუსული ძალები დემორალიზებულნი არიან, განიცდიან მნიშვნელოვან ზარალს და ზოგიერთი პერსონალს დაპირებულ ანაზღაურებას არ უხდიან“,- ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ „ფეისბუქზე“ გავრცელებულ განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს