ოპერატიული სარდლობა - უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონში ოკუპანტები და მათი საბრძოლო მასალების საცავი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა 19 მაისის დღის განმავლობაში უკრაინის სამხრეთ ნაწილში 40 ოკუპანტი, მტრის კიდევ ერთი საბრძოლო მასალების საცავი და სხვადასხვა სახის სამხედრო ტექნიკა გაანადგურეს, - ინფორმაციას უკრაინის „სამხრეთის“ ოპერატიული სარდლობა ავრცელებს.

„განადგურებულია საბრძოლო მასალის კიდევ ერთი საცავი ხერსონის ოლქში, T-72 ტიპი ორი ტანკი, ჰაუბიცა, “გრადის“ ტიპის მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო ორი სისტემა, „ტორის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემა, ჯავშანტექნიკა და საავტომობილო ტექნიკა. მტრის ძალები კიდევ 40 რუსით შემცირდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, შავ ზღვაში მყოფი რუსული გემების გამო უკრაინის სამხრეთი ნაწილი და ასევე სხვა რეგიონები კვლავ სარაკეტო დარტყმის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა