თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 28 700 რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 20 მაისამდე რუსული მხარის დანაკარგი დაახლოებით 28 700 ჯარისკაცია, რაც გასულ დღესთან შედარებით 200 რუსი ჯარისკაცით მეტია.

მათივე ინფორმაციით, რუსული მხარის დანაკარგი ასევე 1263 ტანკს და სხვადასხვა სახის ტექნიკას მოიცავს.

„მტრის საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 20 მაისამდე დაახლოებით იყო: 28700 ჯარისკაცი, 1263 ტანკი, 3090 ჯავშანმანქანა, 596 საარტილერო სისტემა, 200 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 204 თვითმფრინავი, 168 ვერტმფრენი, 460 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 103 ფრთოსანი რაკეტა, 13 ერთეული გემი/რაკეტა, 2162 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 43 სპეცტექნიკა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა