რუსულმა ძალებმა ჟიტომირში სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, დაზიანდა 100-მდე სახლი

რუსულმა ძალებმა ჟიტომირის ოლქის ქალაქ მალინზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ინფრასტრუქტურული ობიექტი და 100-მდე სახლი დაზიანდა, - ამის შესახებ მალინის მერმა, ალექსანდრე სიტაილომ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„რუსეთის ფედერაციამ კიდევ ერთხელ განახორციელა სარაკეტო შეტევა ჩვენს ტერიტორიაზე. დაზიანდა ინფრასტრუქტურის ობიექტი და 100-მდე სახლი. ღვთის წყალობით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ არის, მაგრამ არის სამი დაჭრილი“, - განაცხადა სიტაილომ.

მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე მაშველები და საგამოძიებო ჯგუფი მუშაობს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა