ხარკოვის ქალაქ ლოზოვაიაზე სარაკეტო თავდასხმისას სულ მცირე 7 ადამიანი დაშავდა

ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაიაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ხარკოვის რეგიონში, ლოზოვაიაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი, მათ შორის, 11 წლის ბავშვი დაშავდა", - განაცხადა ადგილობრივი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა ვიქტორ ზაბაშტამ.

მედიის ინფორმაციით, დადასტურებულია, რომ რაკეტა ერთ-ერთ შენობას ადგილობრივი დროით, დაახლოებით 15:00 საათზე მოხვდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ ჯგუფი ხანძრის ჩაქრობასა და ნანგრევების გაწმენდაზე მუშაობს.

ლოზოვაიას მერის, სერგეი ზელენსკის თქმით, სარაკეტო საფრთხე ძალაში რჩება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა