კამალა ჰარისი უკრაინის დახმარების საკითხზე ემანუელ მაკრონს ესაუბრა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს სატელეფონო საუბარი ჰქონდათ. ამის შესახებ ინფორმაციას "გარდიანი" ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ქვეყნების ლიდერებმა რუსეთის შეჭრის ფონზე, უკრაინის დახმარების საკითხები განიხილეს.
"ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ესაუბრა. ვიცე-პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მტკიცე მხარდაჭერა შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის მჭიდრო ალიანსის მიმართ და პრეზიდენტს, ახლანდელი ხელახალი არჩევა მიულოცა. ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმა და პრეზიდენტმა მაკრონმა რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის ფონზე, თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრეს, რომ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელონ. ასევე განიხილეს გლობალური სასურსათო და უსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც ამ კონფლიქტით გამწვავდა", - ნათქვამია აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

























