ვოლოდიმირ ზელენსკი – „აზოვსტალიდან“ მებრძოლების გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებში საფრანგეთის, თურქეთის, ისრაელის და შვეიცარიის ლიდერები მონაწილეობდნენ - მათ შინ წამოვიყვანთ, ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ

უკრაინელი მებრძოლების „აზოვსტალიდან“ გაყვანის შესახებ მოლაპარაკებებში საფრანგეთის, თურქეთის, ისრაელის და შვეიცარიის ლიდერები მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„სტრუქტურა რთულია. მოლაპარაკებები მქონდა თურქეთთან, შვეიცარიასთან, ისრაელთან, თავიდან საფრანგეთთან, როცა დავინახეთ, რომ სამხედრო გზით მისი განბლოკვა შეუძლებელი იყო“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, შუამავლობაში ჩართული იყვნენ გაერო-ს წარმომადგენლებიც. პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, „აზოვსტალიდან“ უკრაინელი სამხედროების გაყვანის შემდეგ ისინი გაცვლას მოელიან.

"მათ შინ წამოვიყვანთ. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ პარტნიორებთან ერთად, რომლებმაც პასუხისმგებლობა აიღეს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს