პორტუგალია უკრაინას 250 მილიონ ევროს გამოუყოფს

პორტუგალია უკრაინას, ფინანსური დახმარების სახით, 250 მილიონ ევროს გამოუყოფს, - ინფორმაციას უკრაინულიმედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შესაბამის მემორანდუმს ხელი მოაწერეს უკრაინისა და პორტუგალიის პრემიერ-მინისტრებმა დენის შმიგალმა და კიევში ვიზიტად მყოფმა ანტონიო კოსტამ მოაწერეს ხელი.

"უკრაინამ პირველი ტრანში, 100 მილიონ ევრომდე, უკვე წელს უნდა მიიღოს. ეს დაეხმარება უკრაინას ომის დროს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებაში და გამარჯვების შემდეგ უფრო სწრაფად აღდგენაში. მადლობა პორტუგალიას ამ მხარდაჭერისთვის!" - განაცხადა შმიგალმა.

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოსტა უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ირპინს ეწვია და ნანახის გამო შეშფოთება გამოხატა.

„ვგმობთ რუსეთის ბარბაროსულ შემოჭრას. პორტუგალია მხარს უჭერს უკრაინას", - განაცხადა კოსტამ.

ირპინში ვიზიტის შემდეგ, პორტუგალიის პრემიერი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა