მერის მრჩეველი - მარიუპოლის ირგვლივ ბლოკპოსტებზე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ეროვნულ მილიციას“ როსგვარდიის წარმომადგენლები და კადიროველები ანაცვლებენ

მარიუპოლის ირგვლივ ბლოკპოსტებზე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის „ეროვნულ მილიციას“ როსგვარდიის წარმომადგენლები და კადიროველები ანაცვლებენ. ქალაქიდან ევაკუაცია ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება. ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.

„ჩვენი წყაროები ქალაქიდან გვატყობინებენ, რომ საფილტრაციო პუნქტებსა და მარიუპოლის ირგვლივ მდებარე ბლოკპოსტებზე, ზაპოროჟიეს მიმართულებით, ოკუპანტების როტაცია მიმდინარეობს“,- განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

მისივე ინფორმაციით, ოკუპანტები კონტროლის ახალ პუნქტებს ქმნიან გრუნტის გზაზე, რომლითაც საფილტრაციო პუნქტებისთვის გვერდის ავლა შეიძლებოდა. ანდრიუშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღევანდელი დღის შემდეგ ფაქტობრივად ქალაქიდან ნებისმიერი ევაკუაცია შეუძლებელი ხდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს