ოკუპანტებმა ჟიტომირისა და პოლტავას რაიონებში არსებულ ობიექტებზე სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს

როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი “ფეისბუქ” გვერდზე იტყობინება, სევერსკის მიმართულებით დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს ჩერნიგოვის რაიონის სემიონოვკას, ბლეშნიას, გორსკის დასახლებებს.

„სლობოჟანსკის მიმართულებით, მტერი აგრძელებს სამხედრო ოპერაციებს ოკუპირებული ხაზების შესანარჩუნებლად. იმისათვის, რომ არ დაუშვან ჩვენი ჯარების სახელმწიფო საზღვრებთან გასვლა, ახორციელებენ საჰაერო დარტყმებს და იყენებენ არტილერიას ჩერნოგლაზოვკას, პრუდიანკას, დემენტიევკისა და ტერნოვაიას მიმართულებით“, - აღნიშნავენ გენერალურ შტაბში.

ასევე დღის განმავლობაში ოკუპანტებმა განახორციელეს საარტილერიო დაბომბვა ხარკოვის ოლქის ბოლშაია კამიშევახასა და დოლგენკოეს დასახლებებზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?