მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები შეჩერებულია იქამდე, ვიდრე რუსეთი ვითარებას ობიექტურად არ შეხედავს

უკრაინის მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან შეჩერებულია იქამდე, ვიდრე რუსეთი ვითარებას ობიექტურად არ შეხედავს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა ჯერ კიდევ ვერ გააცნობიერა, რომ ის უკვე 85 დღეა იბრძვის უკრაინის და არა ნატოს წინააღმდეგ.

„ეს მათ ხელს უშლის ადეკვატურად აღიქვან მოლაპარაკებების პროცესიც. ეს როგორც ადამიანურ ურთიერთობებშია, თუ მხარეები არ განიცდიან ინტერესს, ვერ ხედავენ განხილვის ურთიერთწერტილებს, მათთვის ურთიერთობა საინტერესო არ იქნება. ზუსტად ასეა მოლაპარაკებების პროცესშიც. არ არის სასაუბრო თემა, არ არსებობს გადამკვეთი წერტილები. ძნელია მოსმენა, როდესაც მუდმივად გეუბნებიან „თქვენ იქ ნაცისტები გყავთ“,- განაცხადა პოდოლიაკმა.

ამასთან, როგორც პოდოლიაკმა აღნიშნა, მოლაპარაკებები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ომის მიმდინარეობისას, თუმცა ეს ის სივრცეა, სადაც მხარეები პირველ რიგში ადეკვატურად აღიქვამენ საუთარ თავს და ადეკვატურად აღიქვამენ საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობას.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?