ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთმა​ სევეროდონეცკის რეგიონში BMP-T Terminator-ი გაგზავნა

ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთმა​ სევეროდონეცკის რეგიონში BMP-T Terminator-ი გაგზავნა

რუსეთმა ჯავშანტექნიკა სახელად BMP-T Terminator , სავარაუდოდ, სევეროდონეცკის რეგიონში, დონბასზე შეტევის ფარგლებში გაგზავნა - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის უახლეს ანგარიშშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ამ შეტევაში “ძალების ცენტრალური ჯგუფია” ჩართულია - ერთადერთი ფორმირება, რომელიც ამ სამხედრო სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილდება.

"ძალების ცენტრალურმა ჯგუფმა” ადრე მძიმე დანაკარგები განიცადა, როდესაც აღმოსავლეთ კიევში შეჭრის პირველ ეტაპზე გარღვევა ვერ შეძლო", - აღნიშნავს ბრიტანული დაზვერვა.