რუსული მხარე აცხადებს, რომ მიკოლაივისა და დონბასის რეგიონებზე საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინის ძალების წინააღმდეგ აღმოსავლეთსა და სამხრეთში საჰაერო და საარტილერიო იერიში მიიტანა. სამიზნე სამეთაურო ცენტრები, ჯარები და საბრძოლო მასალის საწყობები იყო. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა.
შოიგუს უწყების პრესსპიკერის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის თქმით, მათ მიერ გაშვებული რაკეტებმა დონბასში სარდლობის სამ პუნქტსა და საბრძოლო მასალის ოთხ საცავს მოხვდა.
მიკოლაევის რეგიონში კი, ჰანივკას დასახლებასთან, რუსული რაკეტები მოძრავ დრონის საწინააღმდეგო სისტემას მოხვდა.
„რაკეტებითა და არტილერიით 583 რაიონზე განხორციელდა იერიში, სადაც ჯარი და უკრაინული სამხედრო ტექნიკა იყო თავმოყრილი, ისევე როგორც, 41 საკონტროლო პუნქტი, 76 საარტილერიო და ნაღმტყორცნები საცეცხლე პოზიციებზე, მათ შორის სამი Grad ბატარეა, ასევე, უკრაინული ელექტრონული საბრძოლო საშუალება Bukovel -ი”, - განაცხადა კონაშენკოვმა.

























