ოლაფ შოლცი აფრიკას სტუმრობს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პირველი ოფიციალური ვიზიტით აფრიკის კონტინენტს უკრაინაში კრემლის შეჭრის ფონზე სტუმრობს. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს.

სამდღიანი ტურნეს ფარგლებში, ის სენეგალს, ნიგერსა და სამხრეთ აფრიკას, ეწვევა.

მათივე ცნობით, ოფიციალური ბერლინი რუსულ გაზზე დიდი დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.

შოლცის მოგზაურობის პირველი გაჩერება სენეგალია, რომელსაც მილიარდობით კუბური მეტრი გაზის მარაგი აქვს.

გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელის განცხადებით, სენეგალში სტუმრობა შესაძლოა გაზის საბადოს შესწავლას დაეხმაროს.

როგორც სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება, შოლცს ასევე სურს განახლებადი ენერგიის განვითარებაზე შესაძლო თანამშრომლობა განიხილოს. სენეგალის პრეზიდენტთან შეხვედრისა და ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, კანცლერი მზის ელექტროსადგურს ეწვევა.

ცნობისთვის, ოფიციალურმა ბერლინმა სენეგალი და სამხრეთ აფრიკა, როგორც სტუმარი ქვეყნები, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მოიწვია. G7-ის შეხვედრას გერმანია ივნისში უმასპინძლებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა