ვოლოდიმირ ზელენსკი - ვნერგავთ საერთო საბაჟო კონტროლს პოლონეთთან - ეს ასევე არის ევროკავშირის საერთო საბაჟო სივრცეში ჩვენი ინტეგრაციის დასაწყისი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პოლონეთთან ერთობლივი, ისტორიული საბაჟო კონტროლი წესდება.

„მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც რევოლუციას მოახდენს ჩვენს საზღვარზე არსებულ წესრიგში. ვნერგავთ საერთო საბაჟო კონტროლს პოლონეთთან. ეს მნიშვნელოვნად დააჩქარებს სასაზღვრო პროცედურებს, აღმოფხვრის კორუფციული რისკების უმეტესობას. მაგრამ ეს ასევე არის ევროკავშირის საერთო საბაჟო სივრცეში ჩვენი ინტეგრაციის დასაწყისი. ეს მართლაც ისტორიული პროცესია,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინაში ვიზიტად მყოფ პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან უკრაინის მიმართ მხარდაჭერასა და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების შესახებ ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, დღეს ანჯეისაც ვესაუბრეთ უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერაზე და რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ. ასევე იმაზე, თუ რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო იმისთვის, რომ საერთო მიზანს – უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიან გაწევრიანებას მივაღწიოთ,”- აღნიშნა ზელენსკიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს