ახალი ზელანდიელი ჯარისკაცები უკრაინულ ძალებს გაწვრთნიან

ახალი ზელანდიელი ჯარისკაცები უკრაინულ ძალებს გაწვრთნიან

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის, ჯასინდა არდერნის განცხადებით, მისი ქვეყანა გაერთიანებულ სამეფოში, უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნების მხარდასაჭერად, თავდაცვის ძალის დამატებით 30 პერსონალს განათავსებს.

„ჯარისკაცები გაერთიანებულ სამეფოში ივლისის ბოლომდე განლაგდებიან“, - აღნიშნა არდერნმა.

მისი თქმით, ისინი უკრაინელ ჯარისკაცებს L-119 ტიპის მსუბუქი იარაღის გამოყენებას ასწავლიან.